ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა – დეტალები

ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოცხადდა – დეტალები

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ვაზიანის აეროპორტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 261,773 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის მიზანია, შეირჩეს სპეციალიზებული საავიაციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიმუშავებს ყოვლისმომცველ ტექნიკურ დავალებებს და შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გაწერს.

ხელშეკრულების დადებიდან კომპანიას დოკუმენტაციის მომზადებისთვის 3 კვირის ვადა აქვს. შესაბამისად, გამოდის, რომ პროცესი გაზაფხულის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია ვალდებული იქნება შეიმუშაოს აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმა და სხვა ტექნიკური კვლევების შეფასება. ასევე, უნდა აწარმოოს კვლევები გარემოზე ზემოქმედების კვლევებსა და სამშენებლო მოედნის მოწყობაზე. გარდა ამისა, კომპანიამ აეროპორტის ინფრასტრუქტურის არქიტექტორული დიზაინიც უნდა შეიმუშაოს.

ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიას მოცემულ სფეროში მოღვაწეობის გამოცდილება სულ მცირე უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. ასევე, საკონსულტაციო კომპანიას უნდა ჰქონდეს ტექნიკურ დავალებაში გათვალისწინებული მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება ან შესაბამისი ტექნიკური დავალების საფუძველზე განსახორციელებელი პროექტირების/დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…